Thursday, October 16, 2008

ჩემი სოფელი

1. პროექტის სახელი: ,,ჩემი სოფელი"
2. პროექტის მოკლე აღწერა:მონაწილეები იკვლევენ თავიანთი სოფლის ისტორიას.
3. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან ყოველმხრივ თავიანთი სოფლის ისტორიას,გეოგრაფიულ მდებარეობას.გაიგებენ სოფელში არსებულ მითებსა და მის სიძველეებს. შეისწავლიან წინაპრების საყვარელ ცეკვებს,სიმღერებსა და ხალხურ ლექსებს.ჩაატარებენ კვლევებს თავიანთ კუთხეში მცხოვრები ხალხისგვარების წარმოშობის შესახებ. გაეცნობიან სოფლის ისტორიულ ძეგლებს.გადაიღებენ სურათებს და გააკეთებენ ფოტოალბომს. მოაწყობენ გამოფენას განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტში. მოძიებული ფოტომასალა განთავსდება სხვადასხვა საიტებზე.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები:IV-XII კლასები.
5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა დისკუსიების გამართვა სოფლის შესახებ მოძიებულ მასალებზე. ნამუშევრების განთავსება ინტერნეტში სხვადასხვა საიტებზე.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ისტორიის შესახებ. აიგება სოფლების მაკეტები და მოხდება ტურისტესბის მოზიდვა.
8. სარგებელი სხვებისთვის: სკოლებში ჩატარდება ფოტოსურათების გამოფენა,გამოფენას დაეთმობა თითო სკოლაში თითო დღე. მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ თავიანთ თანატოლებს სხვადასხვა კუთხეების თავისებურებებს.
9. სამუშაო ენა:ქართული,რუსული,ინგლისური.
10 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში. (შეისწავლიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ისტორიას), გეოგრაფიაში შეისწავლიან კუთხეების გეოგრაფიულ მდებარეობას, მათემატიკაში, ქიმიაში (გაიგებენ იქაური წყლების ქიმიურ შემადგენლობას, ხელოვნებაში (დახატავენ სოფლის ბუნებას),მუსიკაში.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:ტამარ ლომიძე.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:taamtaam.lomidze61@gmail.com
14.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:tamari-lika. blogspot.com

1 comment:

irma said...

ძალიან გამეხარდა, რომ ეს პროექტი გაჩნდა საცდელ პროექტებში, სხვათაშორის მსგავსი იდეა მეც მქონდა. ჩვენი პროექტია ”ჩვენი მდინარე”. შეიძლება ამ ორ პროექტზე პარალელურად მუშაობა. კარგი იქნება, თუ გამოგვეხმაურებით. სოფელი ხომ მდინარის გარეშე წარმოუდგენელია! პატივისცემით
მე-4 საჯარო სკოლის ისტ-მენეჯერი და ქიმიის მასწავლებელი ირმა თიკანაძე